loader image

ჩვენი კლიენტები

Place.ge

ლოიალის გუნდმა place.ge-ს გაუწია იურიდიული მხარედაჭერა მის ერთ-ერთ კონტრაჰენტთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, მოუმზადა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თავდებობის ხელშეკრულების პროექტი

სრულად

Tap.ge

Tap.ge წარმოადგენს მარკეტინგულ სააგენტოს და პლატფორმას, რომელიც კლიენტებს უწევს აფილირებულ სარეკლამო მომსახურებას. ლოიალის გუნდმა მომსახურების ფარგლებში კონსულტაცია გაუწია კომპანიას სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ინტელექტურალური საკუთრების დაცვის კუთხით და შექმნა კომპანიის ძირითადი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშეკრულებების მრავალჯერადი გამოყენების დრაფტები.

სრულად

კალათბურთში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი

ლოიალ უწევს კალათბურთში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტს მუდმივ აუთსორსინგულ იურიდიულ მომსახურებას კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მოწყობის ფარგლებში მესამე პირებთან გასაფორმებელი ნებისმიერი გარიგების შექმნისა და ანალიზის და სწორი სამართლებრივი პროცესების წარმართვის კუთხით

სრულად

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

ლოიალ უწევს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მუდმივ აუთსორსინგულ იურიდიულ მომსახურებას ფედერაციის საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იურიდიული პროცესების ოპტიმიზაციის, შიდა სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბების და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის (შინაგანაწესი, პოლიტიკა-პროცედურები და სხვა) შექმნის, მესამე პირებთან ურთიერთობის და წარმომადგენლობის, ნებისმიერი გარიგების შექმნის ან ანალიზის კუთხით. ლოიალ ასევე უზრუნველყოფს ფედერაციის სამართლებრივ მხარდაჭერას ნებისმიერი იურიდიული პირის დაარსებისა და რეგისტრაციის ფარგლებში.

სრულად

პროვეი

მომსახურების ფარგლებში ლოიალის გუნდმა შეაფასა კომპანიის სამართლებრივი რისკები შრომითი ურთიერთობების ფარგლებში და მოამზადა კომპანიის დასაქმებულ პირებთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულებების მრავალჯერადი გამოყენების დრაფტები

სრულად

Watts

WATTS წარმოადგენს აფილიეიტ მარკეტინგის პლატოფრმას, რომელიც e-commerce ბაზრის მონაწილეებს სთავაზობს გაყიდვების ახალ არხს. მომსახურების ფარგლებში ლოიალის გუნდმა შეაფასა პლატფორმის ოპერირებასთან დაკავშირებული პროცესი და თანმდევი სამართლებრივი რისკები (მათ შორის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ჭრილში), გაუწია კონსულტაცია სწორი სამართლებრივი პროცესების წარმართვასთან დაკავშირებით და შეუქმნა ძირითადი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშეკრულებების და დოკუმენტაციის დრაფტები

სრულად