ჩვენი ამბავი
რატომ?
ლოიალის შექმნის მიზანი საკმაოდ მარტივია და რამდენიმე სიტყვით შეიძლება მისი გადმოცემა. ლოიალის გუნდმა ზუსტად ვიცით, რომ არ არსებობს ბიზნესი, რომელიც თავისუფალია იურიდიული რისკებისაგან. ისიც ვიცით, რომ სასურველი იურისტის ან იურიდიული ფირმის შერჩევის პროცესი „სტრესული და ბუნდოვანია“. აბა გაიხსენეთ რამდენჯერ გსმენიათ – „იურისტები ბიუროკრატები არიან, თემას „გაგიჭედავენ“, გაუგებარი, მაღალფარდოვანი სიტყვებით დაგელაპარაკებიან და მაინც ვერ გაიგებ რას ამბობენ, …ძვირს ითხოვენ…“. მოკლედ ბევრი მსჯელობა შეიძლება ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით. არაერთი სტატია არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არასწორია „იურისტის საათობრივი ანაზღაურება“, როგორ არ უყვართ იურისტებს სიახლეები, ტექნოლოგიები… ყველაფერი რომ შევაჯამოთ, მივალთ ერთ დასკვნამდე – სიახლეების დროა…
ლოიალის შექმნის მიზანიც ეს არის: შემოგთავაზოთ ახლებური, განსხვავებული, და ხელმისაწვდომი იურიდიული მომსახურება.
როგორ? დაახლოებით ასე…
ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც კარგად ვიცით. ბრუს ლიმ თქვა: “მე არ მეშინია ადამიანის, რომელსაც 10,000 სხვადასხვა დარტყმა აქვს გამეორებული ერთხელ, მეშინია ადამიანის, რომელსაც ერთი დარტყმა აქვს გამეორებული 10,000-ჯერ.“ ჩვენ არ გვაქვს „10,000“ იურიდიული სფერო”, რომელშიც გთავაზობთ მომსახურებას, არამედ გთავაზობთ იმას, რაშიც გამოცდილებით დავხელოვნდით.
არ „ვჭედავთ“. ლოიალის გუნდს ესმის, რომ იურისტის როლი „თემის გამოყვანაა“ და პასუხი „არ გამოვა“ ყოველთვის მისაღები არ არის. ჩვენ ვპოულობთ გამოსავალს და არა ბარიერებს.
ჩვენ გვიყვარს ტექნოლოგიები. ჩვენ არ ვუშვებთ ხელიდან შანსს იმისთვის, რომ მათი დახმარებით გავამარტივოთ თქვენი და ჩვენი ცხოვრება.
ჩვენ გვიყვარს გამჭვირვალე თამაშის წესები. ჩვენთან ყოველთვის წინასწარ იცით რა მომსახურებას მიიღებთ და რა ხარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული. ამიტომ გთავაზობთ იურიდიული მომსახურების სხვადასხვა პაკეტს იმისთვის, რომ შეძლოთ თქვენზე მორგებული და ყველაზე ოპტიმალური პირობების შერჩევა.
ვსაუბრობთ „მოკვდავთა ენაზე“. სერვისი ჩვენც არაერთხელ მიგვიღია და როდესაც მარკეტოლოგი, დეველოპერი, პროგრამისტი ან თუნდაც ექიმი გვესაუბრება პროფესიული ტერმინოლოგიით, ისევე ვიბნევით, როგორც თქვენ იურისტთან საუბრისას. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვისაუბროთ მარტივად და გასაგებად, ყოველგვარი რთული ტერმინოლოგიის გარეშე.
ჩვენ გუნდური მოთამაშეები ვართ. ჩვენ არ გთავაზობთ ტიპურ „აუთსორსინგულ მომსახურებას“ და მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე თქვენთან ერთად ერთ სივრცეში არ ვართ, ჩვენ თქვენი გუნდის წევრები ვართ. სადაც საჭიროა „ხელებდაკაპიწებულები“ ისევე ვდგავართ თქვენს გვერდით, როგორც თქვენი გუნდის ნებისმიერი წევრი.