loader image

რას ამბობენ ჩვენზე

„ლოიალის გუნდმა გაგვიწია იურიდიული მხარედაჭერა ერთ-ერთ კონტრაჰენტთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, მოგვიმზადა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თავდებობის ხელშეკრულების პროექტი. იურისტებისგან მივიღეთ მაღალი ხარისხის მომსახურება და ამავდროულად, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერას ვიღებდით ოპერატიულად. მათთან თანამშრომლობა ნამდვილად პოზიტიური გამოცდილება  იყო ჩვენი გუნდისთვის.“

Place.ge

“ლოიალებმა მოგვიმზადეს აფილირებული მარკეტინგის სააგენტოს ბიზნეს საქმიანობისათვის აუცილებელი ხელშეკრულებები და საჭირო დოკუმენტაცია, ასევე გაგვიწიეს კონსულტაცია სამართლებრივი პროცესების აწყობასთან დაკავშირებით. ლოიალებთან უკვე რამდენჯერმე გვქონდა შეხება სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით და ყოველთვის ამართლებენ ჩვენს იმედებს, საკმაოდ რთულ საკითხებს ძალიან მარტივად და გასაგებად გვიხსნიან, გვთავაზობენ პრობლემების მოგვარების გზებს, მათთან ურთიერთობისას ჩვენ შეგვიძლია ვკონცენტრირდეთ ჩვენს ძირითად საქმიანობაზე, რადგან ვიცით, რომ იურიდიული საკითხები სანდო ხელშია.”

Tap.ge

“ლოიალები დაგვეხმარნენ კომპლექსური ნასყიდობის ხელშეკრულების მომზადებაში. მათ კარგად ესმით უძრავ ქონებებთან დაკავშირებული იურიდიული საკითხები. ისინი ყოველთვის პოულობენ გამოსავალს და ძალიან ეფექტურად წარმართავენ მოლაპარაკებას ხელშეკრულების მხარესთან. ჩვენი გულითადი მადლობა მათ.” 

ღვინო ანბანი

“ლოიალის გუნდს მივმართეთ მარკეტინგული (აფილირებული) პლატფორმის სტანდარტული პირობების შემუშავების თხოვნით. მათ დეტალურად შეისწავლეს ჩვენი კომპანიის ბიზნესის შინაარსი და მცირე ვადებში მოგვიმზადეს ხელშეკრულება, ასევე მოგვცეს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან და ხელშეკრულების დადების პროცესთან დაკავშირებით. ლოიალებთან ურთიერთობა ძალიან მარტივია, ისინი ცდილობენ რთული სამართლებრივი საკითხები მარტივი და გასაგები ენით აგიხსნან.”

Watts

“ლოიალებმა მოგვიმზადეს შრომითი ხელშეკრულების პროექტი, რომელიც გავაფორმეთ კომპანიის ყველა თანამშრომელთან. მათ მოგვცეს რეკომენდაციები და ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს პირობები, რომლითაც მოხდა ინტელექტუალურ საკუთრებასთან და კონკურენციის შეზღუდვასთან დაკავშირებით კომპანიის ინტერესების დაცვა. დიდი მადლობა ლოიალებს!”

პროვეი