სერვისები
- საბანკო და ფინანსური
ურთიერთობები - სახელშეკრულებო
ურთიერთობები - ბიზნეს სამართლებრივი
ურთიერთობები - შრომითი
ურთიერთობები - პერსონალურ
მონაცემთა დაცვა - იურიდიული პროცესების
ოპტიმიზაცია - სამართლებრივი ანალიზი
და შესაბამისობა
ურთიერთობები
საბანკო და ფინანსური ურთიერთობები
ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია საბანკო პროდუქტების გარეშე და ყოველდღიურად ვიყენებთ ისეთ მარტივ საბანკო პროდუქტებს, როგორიცაა საგადახდო ბარათი, ინტერნეტ ბანკი და ა.შ. ძალიან ხშირად კი საბანკო პროდუქტები საკმაოდ კომპლექსური და რთული იურიდიული შინაარსის მატარებელი ურთიერთობებია, რომლებში გარკვევაც საჭიროებს პროდუქტებისა და საბანკო კანონმდებლობის საფუძვლიან ცოდნას.
თუ აპირებთ კომერციულ ბანკთან ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობას ნებისმიერი სახის საბანკო/ფინანსური პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია გესმოდეთ თუ რა სახის ვალდებულებებს კისრულობთ და რა რისკებთან შეიძლება იყოს ეს ურთიერთობა დაკავშირებული თქვენთვის. მიდგომა, რომ აზრი არ აქვს კომერციულ ბანკთან ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების წაკითხვას რადგან „სტანდარტული ხელშეკრულებაა“ და „მაინც არაფერს შეცვლიან“ ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელ რისკებს წარმოშობს თქვენთვის. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ არსებობს მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც იცავს თქვენს ინტერესს/უფლებებს მათთან ურთიერთობაში.
რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ჩვენ დაგეხმარებით თქვენსა და კომერციულ ბანკს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტს შორის ნებისმიერი ურთიერთობის სამართლებრივ ანალიზში, დავაიდენტიფიცირებთ იურიდიულ რისკებს და შემოგთავაზებთ მათი შემცირების საშუალებებს, ჩავერთვებით თქვენსა და კომერციულ ბანკს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტს შორის მოლაპარაკების პროცესში და მოგიმზადებთ მათთან ურთიერთობისთვის საჭირო ნებისმიერ იურიდიულ დოკუმენტაციას. ჩვენ გაგიწევთ სამართლებრივ მხარდაჭერას ქვემოთ მოცემული ნებისმიერი ურთიერთობის ფარგლებში:
- საბანკო პროდუქტებით მომსახურების გენერალური ხელშეკრულებები.
- წინარე საკრედიტო და საკრედიტო ხელშეკრულებები, სახელმწიფო/სუბსიდირების პროგრამების ფარგლებში გაცემული კრედიტები და სხვა.
- ვალდებულების უზრუნველყოფის ხელშეკრულებები (იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა, კორპორატიული გარანტია და სხვა);
- საკრედიტო ურთიერთობის ფარგლებში დაზღვევასთან (სიცოცხლის, საკრედიტო შენატანის, ქონების) დაკავშირებული ხელშეკრულებები.
- ერთობლივი დაფინანსების, სინდიცირების, მოთხოვნის დათმობის, ვალის გადაკისრების, საკრედიტო პორტფელის შეძენა-გასხვისების, ვალდებულებათა სუბორდინაციის და სხვა მსგავსი შინაარსის ხელშეკრულებები.
- საბანკო გარანტიასთან და აკრედიტივთან დაკავშირებული ხელშეკრულებები;
- ფაქტორინგულ ურთიერთობებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები.
- საგადახდო მომსახურებებთან (პოს-ტერმინალები, E-commerce, Paybox და ა.შ.) ან/და საბილინგო სისტემების აწყობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები.
- უძრავი ქონების ბანკის საბანკო კრედიტების მეშვეობით რეალიზაციის მიზნით დეველოპერულ კომპანიებსა და კომერციულ ბანკებს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები.
- სახაზინო ურთიერთობებთან (ოფციონი, სვოპი, სპოტი, ფორვარდი, რეპო გარიგებები და ა.შ.) დაკავშირებული ხელშეკრულებები.
- ინკასაციასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები.
- საბანკო ანგარიშებითა და სახელფასო პროგრამით მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები.
- ანაბრებთან და სადეპოზიტო სერტიფიკატებთან დაკავშირებული ურთიერთობები.
- ნებისმიერი სახის სხვა საბანკო პროდუქტი თუ ხელშეკრულება.
რა გამოცდილება გვაქვს?
ჩვენ გვაქვს საბანკო ურთიერთობებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება, ვიცნობთ საქართველოს საბანკო სისტემას, ბანკების შიდა პროცესებსა და პროცედურებს, ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის მარეგულირებელი ორგანოს რეგულაციებსა და მიდგომებს, რაც მნიშვნელოვნად გვიმარტივებს კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაში თქვენი ინტერესების დაცვას და გვაძლევს მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უპირატესობას. საბანკო და ფინანსურ ურთიერთობებში ჩვენი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს:
- ბანკებს შორის, ასევე ბანკებსა და სახელმწიფო ორგანოებს/საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის გასაფორმებელ კომპლექსურ და მაღალღირებულებიან გარიგებაში მონაწილეობას, როგორებიცაა სუბსიდირებული საკრედიტო ურთიერთობები, ერთობლივი დაფინასებები, სინდიცირებები, ვალდებულებათა სუბორდინაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაკისრება, საკრედიტო პორტფელის შეძენა-გასხვისება, კომპლექსური მოთხოვნის უზრუნველყოფის ხელშეკრულებები და სხვა.
- საფინანსო ინსტიტუტის სახელით ყველა ტიპის საბანკო პროდუქტთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმართვას და საბანკო/საფინანსო პროდუქტით სარგებლობისთვის კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის უცხო სახელმწიფოებიდან/ოფშორული ზონებიდან) ანალიზს კანონმდებლობასთან და ბანკის შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად.
- საბანკო/საფინანსო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულაციებისა და დაკრედიტების დებულებების შემუშავებაში მონაწილეობას და მათგან გამოდინარე მოთხოვნების იმპლემენტაციას ფინანსურ ინსტიტუტში.
- მომხმარებელთა პრეტენზიებთან და დავებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციას.
- საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან დაკავშირებული პროცესების წარმართვას, როგორც სახელშეკრულებო, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით.
- კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით ქონების შეფასების ინსტრუქციებიდან გამომდინარე პროცესებისა და პროცედურების იმპლემენტაციას.
- დეველოპერულ კომპანიებთან უძრავი ქონების შეძენის, ასევე ავტოდილერებთან ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის მიზნით კრედიტების გაცემასთან დაკავშირებით თანამშრომლობის სქემების შემუშავებას.
- საგადახდო მომსახურებასთან ან/და საბილინგო სისტემების აწყობასთან დაკავშირებულ კომპლექსურ გარიგებებში მონაწილეობას, მაგ. მსხვილი სათამაშო ბიზნესებისთვის საგადახდო მომსახურების დანერგვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, საგადახდო სისტემებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებები და სხვა.
- საბანკო გარანტიებთან, აკრედიტივთან და ფაქტორინგულ ურთიერთობებთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების მართვას, მათ შორის აღნიშნულ პროდუქტებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო სტანდარტების შემუშავებას.
- ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის სრულ სამართლებრივ უზრუნველყოფას მის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ურთიერთობები
სახელშეკრულებო ურთიერთობები
ფიზიკური და იურიდიული პირები ყოველდღიურად დებენ არაერთ ხელშეკრულებას. ხელშეკრულებების ძალიან დიდი ნაწილი ზეპირია და რამდენიმე წუთში სრულდება, მაგალითად, როგორც კი მაღაზიაში პროდუქციას შეარჩევთ და თანხას გადაიხდით. უფრო კომპლექსური ხელშეკრულებები კი შეიძლება ითვალისწინებდეს მრავალწლიან ურთიერთობას, პროდუქციის/მომსახურების ეტაპობრივად მიწოდებას, ეტაპობრივ ანგარიშსწორებას, მხარეთა არასტანდარტულ უფლებება-მოვალეობებს და ა.შ.
ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეები დაუფიქრებლად დებენ ხელშეკრულებას, თუ მათთვის მისაღებია ხელშეკრულების ფასი და არ ითვალისწინებენ იმას, რომ შესაძლებელია ხელშეკრულება შეიცავდეს არაერთ ისეთ რისკს, რომლის წარმოშობის შემთხვევაშიც მიმზიდველი ფასი მეორეხარისხოვანი ხდება.
ხელშეკრულების წერა შემოქმედებითი პროცესია. ხელშეკრულების წერისას იურისტის მიზანია, რომ ამომწურავად, მოკლედ, მკაფიოდ და არაორაზროვნად ჩამოაყალიბოს სახელშეკრულებო ნორმები და ამით თავიდან აირიდოს მხარეთა უთანხმოება და მოსალოდნელი დავა.
რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ბიზნესისთვის საჭირო ნებისმიერი გარიგების მომზადებაში, რევიზიაში და სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირებაში, მათ შორის:
- ნებისმიერი ტიპის მომსახურების ხელშეკრულება (მაგ. IT მომსახურება, საკონსულტაციო მომსახურება, ნარდობა და ა.შ.).
- ნებისმიერი სახის ქონების/საქონლის (უძრავი, მოძრავი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) ნასყიდობის ხელშეკრულებები.
- ბეს და ავანსის გადახდასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, შესყიდვის და გაყიდვის ოფციის ხელშეკრულებები, გამოსყიდვის ხელშეკრულებები, უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები.
- იჯარის/ქირავნობის ან/და ქვეიჯარის/ქვექირავნობის ხელშეკრულებები.
- ინფორმაციის კონფიდენციალურობის ხელშეკრულება (NDA).
- ვებ-გვერდზე განსათავსებელი სტანდარტული პირობები, კონფიდენციალურობის პირობები, ქუქი პოლიტიკები, პერსონალურ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული პირობები, პასუხისმგებლობის გამორიცხვის პირობები და სხვა.
- ვალის აღიარების და ვალის პატიების ხელშეკრულებები;
- მოთხოვნის დათმობის და ვალის გადაკისრების ხელშეკრულებები.
- გაცვლის, ჩუქებისა და თხოვების ხელშეკრულებები.
- სესხის, ვალდებულების უზრუნველყოფის ხელშეკრულებები (იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა, კორპორატიული გარანტია).
- დავალების, საკუთრების მინდობის, შუამავლობისა და მიბარების ხელშეკრულებები.
- სხვა სახის სამოქალაქო სამართლებრივი შინაარსის არასტანდარტული ხელშეკრულებები თუ დოკუმენტაცია.
- სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება (მაგ. ქონებისა თუ კომპანიის სამართლებრივი მდგომარეობის/სტატუსის შესწავლა – due diligence).
რა გამოცდილება გვაქვს?
ჩვენს გუნდს აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც მოიცავს კომპლექსურ და მაღალღირებულებიან სახელშეკრულებო პროექტებზე მუშაობასა და მოლაპარაკებების წარმოებას. ჩვენი გამოცდილება მოიცავს:
- ფინანსური ინსტიტუტის მიერ დასაკუთრებული უძრავი-მოძრავი ქონებისა თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მართვასთან (ქირავნობა, იჯარა, დროებით მმართველობაში გადაცემა და ა.შ.) და განკარგვასთან დაკავშირებული ურთიერთობის სამართლებრივ მხარდაჭერას.
- ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის:
- შესყიდვების სამსახურის მიერ ქონებისა თუ მომსახურების შესყიდვებთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების წარმართვას (ხელშეკრულებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და ა.შ.).
- მარკეტინგის სამსახურის იურიდიულ მხარდაჭერას ისეთ ურთიერთობებში, როგორებიცაა სარეკლამო ურთიერთობები, საავტორო უფლებების მოპოვება, სპონსორობა, სხვადასხვა ღონისძიებების (მათ შორის კონცერტების) ორგანიზება, პარტნიორ კომპანიებთან ერთობლივი აქციები, საქველმოქმედო და სოციალური ურთიერთობები და სხვა.
- IT დეპარტამენტის მიერ კომპიუტერული პროგრამების ლიცენზიების შეძენასთან თუ პროგრამული უზრუნველყოფის დაკვეთასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების (მათ შორის საერთაშორისო) შემუშავება და მოლაპარაკებების წარმართვა.
- საჯარო და კერძო სტრუქტურებთან სხვადასხვა საკითხზე თანამშრომლობის თაობაზე გასაფორმებელი მემორანდუმების/ხელშეკრულებების მომზადება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
ურთიერთობები
ბიზნეს სამართლებრივი ურთიერთობები
თუ ბიზნეს საქმიანობის წამოწყებას აპირებთ ან უკვე ფლობთ ბიზნესს, მაშინ სამეწარმეო ურთიერთობები თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. აღნიშნული გულისხმობს ბიზნესისთვის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შემუშავებას, სხვადასხვა ორგანიზაციული ფორმის ბიზნესის რეგისტრაციას, ბიზნეს საქმიანობისთვის აუცილებელი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებას, რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სასამსახურო ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, წილებისა და კომპანიის აქტივების შეძენა-გასხვისების ურთიერთობებს და ა.შ.
რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
- საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობასთან ან/და თქვენი ბიზნესისათვის საჭირო ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი ანალიზის მომზადება.
- ნებისმიერი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმით ბიზნესის რეგისტრაცია.
- ბიზნეს საქმიანობისთვის აუცილებელი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება, მათ შორის საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მიზნით.
- კომპანიის წესდების, კომპანიის მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებების (პარტნიორთა კრების ოქმი, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი და ა.შ.) და მინდობილობის/პროკურის პროექტების მომზადება.
- კომპანიის დირექტორებთან გასაფორმებელი სასამსახურო ხელშეკრულებების შემუშავება.
- კომპანიის რეორგანიზაციასთან (სამართლებრივი ფორმის ცვლილება, შერწყმა, გამოყოფა) დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და პროცესების წარმართვა.
- კომპანიის, დამფუძნებლის, მათი წილების და აქტივების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი (due diligence).
- ქონების (წილი, უძრავ-მოძრავი ქონება, მოთხოვნა და სხვა სახის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) ყიდვა-გაყიდვასთან ან სხვაგვარად განკარგვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შემუშავება.
- ქონებასთან (წილი, უძრავ-მოძრავი ქონება, მოთხოვნა და სხვა სახის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) დაკავშირებული ვალდებულებების წარმომშობი ხელშეკრულებების (ოფცია, წინარე ნასყიდობა, უპირატესი შესყიდვის უფლება, განკარგვის შეზღუდვა და ა.შ.) პროექტების მომზადება/რევიზია.
რა გამოცდილება გვაქვს?
- ათასობით ქართული და უცხოური კომპანიის კორპორაციული დოკუმენტაციის (წესდებები, პარტნიორთა შეთანხმებები, სააქციო საზოგადოების კრების ოქმები, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმები, პროკურები და ა.შ.) შემუშავებისა და ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილება.
- სხვადასხვა ტრანზაქციისთვის კომპანიის, დამფუძნებლის, მათი წილების და აქტივების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი (due diligence).
- ქონების (წილი, უძრავ-მოძრავი ქონება, მოთხოვნა და სხვა სახის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) ყიდვა-გაყიდვასთან ან სხვაგვარად განკარგვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შემუშავება.
- სამეწარმეო კანონმდებლობის პროექტებში მუშაობის გამოცდილება.
- კომპანიის შვილობილი კომპანიების და წარმომადგენელობების დაფუძნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის სამართლებრივი მხარდაჭერის გამოცდილება, მათ შორის შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის, ნებართვების მოპოვების (საავტორო და სხვა სახის) ან/და გარიგებების დადების მხრივ.
- კომპანიის დირექტორატთან გასაფორმებელი სასამსახურო ხელშეკრულებების შემუშავება.
ურთიერთობები
შრომითი ურთიერთობები
შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობა დინამიურად იცვლება და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული პროცესები და პროცედურები საჭიროებს სისტემატურ განახლებას და რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანას.
შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსით მკაცრად რეგულირებული სფეროა და მოიცავს როგორც შრომითი ხელშეკრულების დადების შემდგომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას, მათ უფლება-მოვალეობებს, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობებსაც, როდესაც ჯერ მხოლოდ კანდიდატის შერჩევის ან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს.
შრომითი ურთიერთობები სპეციფიკური ურთიერთობებია, რომლის გარეშეც არ არსებობს არც ერთი ბიზნეს ურთიერთობა. ნებისმიერი სახელმწიფო მათ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს, შესაბამისი რეგულაციების დარღვევა კი ხშირ შემთხვევაში არა მარტო ფინანსურ პასუხისმგებლობასთან, არამედ რეპუტაციულ რისკებთანაცაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეთ თქვენი უფლებები და მოვალეოებები ნებისმიერ ეტაპზე – წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პროცესში, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას, შერჩევის ეტაპზე, უშუალოდ შერჩეულ კანდიდატთან შრომითი ურთიერთობის დაწყებისა და შრომითი ხელშეკრულების დადების პროცესში.
რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
- გავუწევთ კონსულტაციას თქვენს HR მიმართულებას ვაკანსიის განთავსების ან სასურველი კანდიდატის შერჩევის პროცესში, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის თაობაზე.
- თუ თქვენ დაგეგმილი გაქვს შიდა იურისტის დასაქმება, დაგეხმარებით მისი შერჩევის პროცესში საკვალიფიკაციო მოთხოვნების, მისი უფლება-მოვალეობების, მისი ცოდნის ან გამოცდილების შეფასების ფარგლებში (როგორც შესაბამისი წერილობითი დავალებების შემუშავებაში ასევე უშუალოდ კანდიდატთან გასაუბრებაში).
- თქვენი კომპანიისთვის შევიმუშავებთ ქვემოთ მოცემულ დოკუმენტაციას და გაგიწევთ მათთან დაკავშირებულ კონსულტაციებს:
- წინასწარი შრომითი ხელშეკრულებები (term sheet), სასამსახურო ხელშეკრულებები, ძირითადი შრომითი ხელშეკრულებები და გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულებები, სტაჟირებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები.
- შინაგანაწესები, კომპანიის შიდა მოხმარების სტანდარტები და პოლიტიკები, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვადასხვა შინაარსის ბრძანებები (დანიშვნის ბრძანება, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და ა.შ.).
- დასაქმების და კონკურენციის შეზღუდვასთან დაკავშირებული შეთანხმებები.
- დასაქმებულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (მაგ. გაფრთხილების, საყვედურის წერილები).
რა გამოცდილება გვაქვს?
ჩვენი გუნდი უწევდა შრომით ურთიერთბებთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარდაჭერას ისეთი კომპანიის HR დეპარტამენტს, რომელშიც დასაქმებულია 3500-ზე მეტი თანამშრომელი.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია იურისტებით, რომელთაც აქვთ იურიდიული დეპარტამენტის გუნდების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება, არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა სასურველი კანდიდატების შერჩევაში, მათი ცოდნისა და გამოცდილების შეფასებაში (მათ შორის შესაბამისი KPI-ების შემუშავებაში) და შესაბამისი სასამსახურო სახელმძღვანელოების (ე.წ. job descriptions, შინაგანაწესები, კორპორატიული ქცევის სტანდარტები და სხვა) შემუშავებაში.
ჩვენი გამოცდილება მოიცავს:
- შინაგანაწესებისა და შრომითი სტანდარტების/პროცედურების, შრომითი ხელშეკრულებების პროექტების, კომპლექსური წინარე შრომითი და შრომითი ხელშეკრულებების შემუშავებას.
- მენეჯერული პოზიციის თანამშრომლებისთვის არასტანდარტული შრომისა და წინასწარი შრომის ხელშეკრულებების შემუშავებას.
- HR დეპარტამენტისათვის კონსულტაციის გაწევას შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე როგორიცაა შვებულებები, დეკრეტები, შრომის ანაზღაურებისა და ბონუსის გადახდის საკითხები, ჯანმრთელობის დაზღვევა, დაგროვებითი პენსია და სხვა.
- თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხებს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმებების შემუშავებას და სხვა.
- დასაქმების და კონკურენციის შეზღუდვასთან დაკავშირებული შეთანხმებების შემუშავებასა და აღნიშნული შეთანხმებების ფარგლებში საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფას.
მონაცემთა დაცვა
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
პერსონალური მონაცემები არის ფიზიკური პირის მონაცემები, რომელთა დამუშავება უნდა მოხდეს კანონით მკაცრად დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება იყო პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვა. ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ძალაში შესვლის შემდეგ კომპანიებს დაევალათ უზრუნველეყოთ მათი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული ვალდებულებების დაცვის კონტროლს უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც აქტიურად ახორციელებს კომპანიების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესრულების მონიტორინგს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აკისრებს მათ კანონით გათვალისწინებულ სანქციებს.
რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ჩვენ დაგეხმარებით იმაში, რომ თქვენს კომპანიაში არსებული პროცესები სრულ შესაბამისობაში იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან, ამისთვის კი:
- შევისწავლით თქვეს კომპანიაში არსებულ პროცესებს (ბიზნეს პროცესი, HR პროცესები და ა.შ.) და შემოგთავაზებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს. ასევე დაგეხმარებით კომპანიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვისთვის აუცილებელი პროცედურების და სტანდარტების შემუშავებაში.
- შევისწავლით თქვენს კომპანიაში დანერგილ ხელშეკრულებებს და შევიტანთ მათში ცვლილებებს, იმისთვის რომ სახელშეკრულებო სტანდარტები სრულ შესაბამისობაში იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან.
- შევიმუშავებთ თქვენი კომპანიის ვებ-გვერდისთვის ან მობილური აპლიკაციისთვის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ სტანდარტულ პირობებს (კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ქუქი პოლიტიკა და ა.შ.).
- შევიმუშავებთ თქვენი კლიენტის, თანამშრომლის ან სხვა გარიგების მხარის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ თანხმობის ფორმებს.
- უზრუნველვყოფთ თქვენი კომპანიის წარმომადგენლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურში დავასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
- გაგიწევთ კონსულტაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
რა გამოცდილება გვაქვს?
ჩვენ გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ნაწილში მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც მოიცავს:
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული კომპანიის შიდა პოლიტიკა-პროცედურების რევიზიას.
- კომპანიის თანამშრომლების და კანდიდატების პერსონალური მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის ანალიზს.
- კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით კლიენტების პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
- საკრედიტო საცნობარო ბიუროსთან (კრედიტინფო) და ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციას კლიენტის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კლიენტის თანხმობის ფორმების შემუშავებას.
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ურთიერთობას.
ოპტიმიზაცია
იურიდიული პროცესების ოპტიმიზაცია
კომპანიის ბიზნეს პროცესები განუყოფელია იურიდიული პროცესებისგან. კომპანიების მენეჯმენტს, შესყიდვებისა და გაყიდვების მიმართულებებს, HR მიმართულებას და ა.შ. ყოველდღიურად უწევთ შეხება იურიდიულ დოკუმენტებთან და იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამართლებრივ შედეგებს იწვევს. მარტივი და გამართული იურიდიული პროცესი ბიზნესის სწრაფად და ეფექტურად კეთების ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ბევრ კომპანიაში იურიდიული პროცესები გართულებულია და იმაზე მეტ რესურსს მოითხოვს, ვიდრე ეს რეალურადაა საჭირო. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს კომპანიაში ხელშეკრულების დადების გართულებული პროცესების არსებობაში, ზედმეტად რთულ სახელშეკრულებო სტანდარტებში, იურიდიულ პროცესთან დაკავშირებით თანამშრომელთათვის ნათლად დადგენილი პროცედურებისა და სტანდარტების არარსებობაში და ა.შ. კანონმდებლობის დინამიური ცვლილება და ახალი სტანდარტების დადგენა კი დიდი გამოწვევაა კომპანიებისთვის. თქვენი ბიზნეს საქმიანობის ახალ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა დიდ დროსთან და ენერგიასთან ერთად, სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებასაც მოითხოვს.
- გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენს კომპანიაში იურიდიული პროცედურები იმაზე მეტ დროს მოიხმარს, ვიდრე თქვენ ისურვებდით? მაგ. თვლით, რომ კლიენტთან ან მომწოდებელთან ხელშეკრულების დადებას ძალიან დიდ დროს ანდომებთ?
- არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი კომპანიის ძირითადი ბიზნეს საქმიანობა ან შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით დადგენილი სტანდარტები სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას?
- არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენს კომპანიაში დანერგილი იურიდიული პროცედურები თუ სახელშეკრულებო სტანდარტები სათანადოდ გიცავთ იურიდიული რისკებისგან?
რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
- ჩვენ შევისწავლით თქვენს კომპანიაში მიმდინარე იურიდიულ პროცესებს (მაგ. როგორ ხდება მიმწოდებელთან და კლიენტთან ხელშეკრულების დადება, როგორ ხდება თანამშრომლის სამსახურში აყვანა, რა დოკუმენტაციები იქმნება ამ პროცესებში და ა.შ.), შევიმუშავებთ პროცესებისა და დოკუმენტაციის ოპტიმიზაციის გეგმას და უზრუნველვყოფთ თქვენს კომპანიაში მათ დანერგვას.
- შევისწავლით კომპანიაში გამოყენებულ იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციას (შინაგანაწესი, ხელშეკრულებები, პროცედურები, ბრძანებები და ა.შ.) და წარმოგიდგენთ მათი სამართლებრივად გამართვისა და ოპტიმიზაციის გზებს.
- შევიმუშავებთ და დავნერგავთ მრავალჯერადი გამოყენების იურიდიული დოკუმენტაციის სტანდარტულ ფორმებს.
- ჩავუტარებთ თქვენს თანამშრომლებს ტრენინგებს და გაგიწევთ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
რა გამოცდილება გვაქვს?
ჩვენს გუნდს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის სამართლებრივი პროცესების მართვის და ოპტიმიზაციის მიმართულებით, კერძოდ:
- პროდუქტებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო სტანდარტების შემუშავება, პროცესებისა და პროცედურების სამართლებრივი ანალიზი და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
- კომპანიის სხვადასხვა მიმართულების (გაყიდვები, შესყიდვები, მარკეტინგი, IT, HR და ა.შ.) მიერ დასადებ გარიგებებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება.
- კომპანიაში მიმდინარე იურიდიული პროცესის ანალიზი, მათი ოპტიმიზაციისთვის საჭირო გზების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა.
- კომპანიის ბიზნეს მიმართულებებსა და იურიდიულ მიმართულებას შორის თანამშრომლობის წესებისა და პირობების (დოკუმენტების ვიზირების პროცედურები, თანამშრომელთა სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტები, SLA და ა.შ.) შემუშავება.
- კომპანიის თანამშრომლების დატრენინგება აქტუალურ იურიდიულ და პროცედურულ საკითხებზე.
და შესაბამისობა
სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისობა
იურიდიული რისკები ნებისმიერი ბიზნესის თანმდევი რისკია. მანამ, სანამ წამოიწყებდეთ ბიზნესს, ბაზრის კვლევასთან ერთად მნიშვნელოვანია იცოდეთ ის რეგულაციები, რომლებიც ვრცელდება თქვენს ბიზნესზე. სპეციალური კანონმდებლობით რეგულირებული ბიზნესებია მაგ. საბანკო საქმიანობა, საგადახდო საქმიანობა, სათამაშო ბიზნესი, სამედიცინო საქმიანობა და ა.შ. თუმცა, გარდა ასეთი სპეციალური მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნებისა, ასევე არსებობს ზოგადი რეგულაციები, რომლებიც თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ ბიზნესზე, მაგ. შრომის კანონმდებლობა, რეკლამის შესახებ კანონმდებლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა და ა.შ.
რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
- თუ თქვენ აპირებთ საქართველოში ბიზნეს საქმიანობის დაწყებას, ჩვენ დაგეხმარებით აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზში, მოვამზადებთ სამართლებრივ დასკვნას და წარმოგიდგენთ პრობლემურ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს.
- ჩვენ დაგეხმარებით ხელშეკრულების მხარის და გარიგების საგნის სამართლებრივ ანალიზში (due diligence). მაგ. ჩვენ გაგცემთ პასუხს შემდეგ კითხვებზე: შესაძლებელია თუ არა საქართველოს კანონმდებლობით ამა თუ იმ ტრანზაქციის განხორცილება? შეუძლია თუ არა თქვენს კონტრაქტორს დადოს ესა თუ ის გარიგება? ხომ არ აქვს რაიმე სახის უფლებრივი ნაკლი ქონებას, რომლის შეძენასაც აპირებთ? და სხვა.
- პერიოდულად მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას და ანალიზს თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ ცვლილებამ თქვენს ბიზნესზე.
- ჩვენ შევისწავლით თქვენს ბიზნეს პროცესებს და თქვენს კომპანიაში დანერგილ დოკუმენტაციას და დაგეხმარებით მათ კანონმდებლობასთან შესაბამობაში მოყვანაში.
რა გამოცდილება გვაქვს?
ჩვენ გვაქვს საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც გულისხმობდა კომერციული ბანკის კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფას. ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილება მოიცავს:
- კანონმდებლობის ანალიზს და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, მაგ. ახალი საბანკო პროდუქტის დანერგვის მიზნით საკანონმდებლო ბაზის შესწავლას.
- საკანონმდებლო ნორმების ბიზნეს საქმიანობაზე გავლენის იდენტიფიკაციას და ბიზნეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცესებისა და პროცედურების შემუშავება-დანერგვას.
- საკანონმდებლო სიახლეებთან (მაგ. ეროვნული ბანკის რეგულაციები, შრომის კოდექსი, მეწარმეთა შესახებ კანონი და ა.შ.) დაკავშირებით ინფორმაციის ბიზნეს რგოლებისთვის მიწოდებას და მათი პოზიციის ლობირებას შესაბამის ორგანოში, მაგ. ეროვნულ ბანკში, სახელმწიფო სტრუქტურებში და ბიზნეს გაერთიანებებში. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საკანონმდებლო პროექტის კომენტირებას, რედაქტირებას და კომპანიის ინტერესების შესაბამისად პროექტში ცვლილების შეტანის მოთხოვნას. ამ მხრივ მიგვიღია მონაწილეობა არაერთ კანონპროექტში, მაგ. მეწარმეთა შესახებ ახალი კოდექსის პროექტი, ფაქტორინგის ახალი კანონპროექტი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტი, ფიზიკური პირის დაკრედიტების დებულების შემუშავების პროექტი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის პროექტი, სახელმწიფო სუბსიდირების ფარგლებში დაკრედიტების პროექტები (აგრო კრედიტები, იპოთეკური კრედიტები და სხვა).
- მარეგულირებელი ორგანოს პრეტენზიებზე რეაგირებას.
- ფინანსური ინსტიტუტის კლიენტების ბიზნეს საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზს.
- კომპანიის ბიზნეს პროცესებისა და სახელშეკრულებო სტანდარტების საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.